Survival horror

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Survival Horrorვიდეო თამაშის ჟანრი, შთაგონებული საშინელებათა ლიტერატურით, სადაც მოთამაშის ძირითად მიზანს წარმოადგენს გადარჩენა. მიუხედავად იმისა, რომ Survivol Hororr, შუტერის, მოქმედებითი თამაშისა და მოქმედებითი-სათავგადასავლო თამაშების მსგავსად მოიცავს მოწინააღმდეგის განადგურებას, ამ პროცესს ხშირად ართულებს ტყვია-წამლის უკმარისობა, ჯანმრთელობის დაბალი მაჩვენებელი და სხვა შეზღუდვები. ასევე ჟანრის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ახალი ნივთების მოძიება და თავსატეხების გადაჭრა.

როგორც წესი, ამ ჟანრის თამაშები მოთამაშეს სთავაზობენ საშიში ლაბირინთისმაგვარი ვირტუალური სამყაროდან თავის დაღწევას, გამოსავლის ძებნას, ასევე მოულოდნელად გახდეს მტრებისა და სხვადასხვა სახის მონსტრების თავდასხმის მსხვერპლი.

Survival Horror მიჩნეული არის საშინელებათა თამაშის ქვეჟანრად.[1][2] ტერმინი „survival horror“ პირველად გამოიყენეს 1996 წელს, Resident Evil გამოსვლის შემდეგ, რომლის შთაგონების წყაროდ იქცა 1989 წელს გამოცემული სშინელებათა ელემენტების მქონე თამაში, Sweet Home. Resident Evil 4-ის გამოსვლის შემდეგ, ჟანრმა თავის თავში მოიცვა მოქმედებითი, პირველი და მესამე პირის მსროლელის ელემენტები, რამაც ვიდეო თამაშების ჟურნალისტებს აიძულა ემსჯელათ ძველი ჟანრის განდევნასა და ახალი ჟანრის, „Action Horror“-ის დაბადებაზე.[3][4][5][6]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Richard J. Hand (2004). „Proliferating Horrors: Survival Horror and the Resident Evil Franchise“, რედ. Steffen Hantke: Horror Film. Univ. Press of Mississippi, გვ. 117–134. 
  2. Brett Todd. A Modern History of Horror Games. GameSpot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-05-18. ციტირების თარიღი: 2007-03-18.
  3. Survival Horror vs. Action Horror. gamerevolution.com. ციტირების თარიღი: 10 სექტებმერი, 2013.
  4. The Evil Within preview – ‘real survival horror’. metro.co.uk. ციტირების თარიღი: 10 სექტემბერი, 2013.
  5. Horror Show - Survival Horror vs. Action Horror. zero1gaming.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-21. ციტირების თარიღი: 10 სექტემბერი, 2013.
  6. 6 Upcoming Horror Games That Look Absolutely Terrifying. blooody-disgusting.org. ციტირების თარიღი: 10 სექტემბერი, 2013.