ყველა საგნის ტესტები ერთად მათთვის, ვინც მასწავლებელთა გამოცდები ჩააბარა - ეტალონი
სიახლეები
სიახლეები

ყველა საგნის ტესტები ერთად მათთვის, ვინც მასწავლებელთა გამოცდები ჩააბარა
12-11-2019
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შემოდგომაზე ორგანიზებული მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე გამოყენებული ყველა საგნის ტესტები გამოაქვეყნა.

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, ამჟამად ნაშრომების გასწორება მიმდინარეობს და პირველადი შედეგები ეტაპობრივად გამოცხადდება. ყველა გამოცდის პირველადი შედეგის გამოქვეყნების შემდეგ კი სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება. ტესტირების საბოლოო შედეგები დეკემბერში გახდება ცნობილი. 

შემოდგომაზე ორგანიზებული გამოცდები მთელი საქართველოს მასშტაბით 8 ქალაქში გახსნილ 13 საგამოცდო ცენტრში ჩატარდა. პროცესმა ძირითადად, მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე ჩაიარა. ტესტირებიდან აპლიკანტის მოხსნის 7 და დაგვიანების 10-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა.

გამოცდებზე სულ დარეგისტრირებული იყო 26 600-მდე აპლიკანტი, მათგან 15 200-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელი, ხოლო 11 400-ზე მეტი კი მასწავლებლობის მსურველი. აღსანიშნავია, რომ ტესტირებაზე 80%-ზე მეტი გამოცხადდა, ხოლო დარეგისტრირებული პირების 20%-მდე გამოცდაზე არ გავიდა. 

წელს პრაქტიკოს პედაგოგებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. მასწავლებელთა გამოცდები 2 ნოემბერს დაიწყო და 8 ნოემბერს დასრულდა.

იხილეთ 2019 წლის შემოდგომაზე ორგანიზებულ მასწავლებელთა გამოცდებზე გამოყენებული ტესტები: 

პროფესიული უნარები I  ვარიანტი 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

კომენტარები


ეტალონი

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

სიახლეები

დირექტორი ბრალდებებს უარყოფს, მშობელმა კი აჭარის განათლების სამინისტროს საჩივრით უკვე მიმართა

რა პერიოდის მტკიცებულებები უნდა განვათავსოთ პორტფოლიოში, რაზე დაყრდნობით ხდება მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასება..

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

მათ ვინც თანამდებობაზე არ დაამტკიცეს შედეგის გასაჩივრება შეუძლიათ

„მოსწავლეები კი არ უნდა ვაიძულოთ, არამედ ჩვენ, პედაგოგები უნდა მოვიქცეთ ისე რომ სწორ დასკვნამდე ბავშვები თავად მივიდნენ“


პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები

მოსწავლეებისთვის პროექტი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

პროექტის ფარგლებში პედაგოგმა ელისო კიკვაძემ მოსწავლეებს საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობები შესთავაზა



სკოლაში მოსწავლეს - თეკლა ჯანაშიას ამ გამარჯვებას ულოცავენ და შემდგომ წარმატებებს უსურვებენ 

პირველკლასელებმა ანბანი საზეიმოდ გააცილეს, სკოლაში გატარებული პირველი წელი შეაჯამეს და ერთმანეთს ხალისიანი არდადეგები უსურვეს 

საინტერესო

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

მათ შესახებ ინფორმაცია მოვიძიეთ და მსოფლიოში უძველეს 8 სკოლაზე გიამბობთ

გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 17 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება