ადამიანების უმეტესობას არასწორად სძინავს და აი, რატომ - მკურნალი.გე

ადამიანების უმეტესობას არასწორად სძინავს და აი, რატომ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ადამიანების უმეტესობას არასწორად სძინავს და აი, რატომ

სრულ სიბნელეში ძილი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია.

ელექტრო განათების გამოგონებამდე ჩვენს წინაპრებს თითქმის სრულ სიბნელეში ეძინათ. ჩვენ ყველა მხრიდან გარშემორტყმული ვართ ხელოვნური სინათლის წყაროებით: გარდა რეალური ნათურებისა, ეს არის აგრეთვე ელექტრონული მოწყობილობების უამრავი ეკრანი: ტელევიზორები, კომპიუტერები, სმარტფონები.

კვლევის თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის 80% და ეკონომიკურად ყველაზე განვითარებული ქვეყნების მაცხოვრებლების 99% ცხოვრობს მნიშვნელოვანი „შუქის დაბინძურების“ ადგილებში. სამეცნიერო მტკიცებულება ადასტურებს, რომ ღამით ხელოვნური სინათლის ზემოქმედება დროთა განმავლობაში ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სიმსუქნის, დიაბეტის და კიბოს განვითარების რისკს.

ღამის სინათლე არღვევს ძილისა და სიფხიზლის ბუნებრივ რიტმს

ძილის წინ და ძილის დროს სინათლის ზემოქმედებამ შეიძლება დაარღვიოს ჩვენი ცირკადული რიტმი (სხეულის საათი, რომელიც არეგულირებს ძილ-ღვიძილის ციკლებს), რაც გაგვიძნელებს დაძინებას და გვაიძულებს გაღვიძებას შუაღამისას.

„ჩვენს ორგანიზმში წარმოქმნილი ჰორმონი მელატონინი არეგულირებს ძილს. მელატონინის გამომუშავება ჩვეულებრივ პიკს აღწევს შუაღამისას. კაშკაშა შუქის მუდმივი ზემოქმედება გვიან ღამით არღვევს მელატონინის გამომუშავებას, რაც იწვევს უძილობას და ძილის სხვა დარღვევებს“, - განმარტავს ძილის მედიცინის სპეციალისტი, დოქტორი ანა ლუიზა აგამე.

მელატონინი ასევე ხელს უწყობს არტერიული წნევის და სხეულის ტემპერატურის შემცირებას, ამიტომ გვიან საღამოს კაშკაშა შუქის ზემოქმედებამ შესაძლოა ეს პროცესებიც შეაფერხოს.

როგორ უწყობს ხელს სრულ სიბნელეში ძილი ჯანმრთელობასა და სიცოცხლის გახანგრძლივებას

1. გაუმჯობესებულია მელატონინის გამომუშავება

ძილის დროს ხელოვნური სინათლის არარსებობა ეხმარება ჩვენს სხეულს დაუბრუნდეს მელატონინის წარმოების ბუნებრივ რიტმს და ამით ნორმალურ ძილ-ღვიძილის ციკლს.

„ძილის რეგულირების გარდა, მელატონინს გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისებები. ითვლება, რომ მას შეუძლია დაიცვას ჩვენი სხეულის უჯრედები ასაკთან დაკავშირებული ცვლილებებით გამოწვეული დაზიანებისგან, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა და ნეიროდეგენერაციული დაავადებების რისკის შემცირებაში,” - განმარტავს ანა ლუიზა აგამ.

მელატონინს ასევე აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ასაკთან ერთად, ჩვენს ორგანიზმში ქრონიკული ანთებითი პროცესები ძლიერდება - ეს არის ის, რაც იწვევს ასაკთან დაკავშირებული მრავალი დაავადების პროვოცირებას.

მელატონინის წარმოების ნორმალიზება ხელს უწყობს სხეულის დაცვას.

2. ამცირებს ქრონიკული დაავადებების რისკს

ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ღამით კაშკაშა შუქის ზემოქმედებამ შეიძლება გაზარდოს დაავადებების რისკი, დიაბეტიდან დაწყებული - კიბოს ჩათვლით. ეს აჩვენა იმ ადამიანებზე დაკვირვებებმა, რომლებიც ხშირად მუშაობენ ღამის ცვლაში ნათელ შუქზე (მაგალითად, მედიცინის მუშაკები და ბორტგამცილებლები).

ბოლოდროინდელმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მხოლოდ ერთი ღამის ძილი ანთებული განათებით ზრდის ინსულინისადმი რეზისტენტობას (დროთა განმავლობაში ამან შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტი, ორგანიზმის მიერ სისხლში შაქრის რეგულირების უნარის დაქვეითებით). გამოდის, რომ სათანადო დასვენებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გარკვეული საათის ძილი, არამედ საძინებელში ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფა.

3. ამცირებს დეპრესიის რისკს

კვლევებმა აჩვენა, რომ ღამით მბჟუტავი შუქიც კი ზრდის ხანდაზმულ ადამიანებში დეპრესიის რისკს. რაც უფრო დიდხანს გრძელდება ეს ექსპოზიცია, მით უფრო მაღალია რისკი.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი მელატონინის გამომუშავების დარღვევაა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მელატონინი პასუხისმგებელია ჩვენი ორგანიზმის ბიოლოგიური საათის გამართულ ფუნქციონირებაზე (ცირკადული რითმი).

ცნობილია, რომ თავად ცირკადული რითმის დარღვევა ხელს უწყობს დეპრესიის განვითარებას. თავის მხრივ, დეპრესია ზრდის ჯანმრთელობის სხვადასხვა ქრონიკული პრობლემების, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და დიაბეტის რისკს.