15 მაისი 2024, 15:15 / სანდო წყარო

გივი მიქანაძე: კარგი იქნებოდა, მაღალჩინოსანს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დაეკონკრეტებინა, რას გულისხმობს ევროკავშირის სტანდარტების კონტექსტში

გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

კარგი იქნებოდა, მაღალჩინოსანს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დაეკონკრეტებინა, თუ რას გულისხმობს ის ევროკავშირის სტანდარტების კონტექსტში, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ გამჭვირვალობის კანონპროექტის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯიმ ო’ ბრაიენის განცხადების შესახებ.

„კარგი იქნებოდა, მაღალჩინოსანს ამერიკის შეერთებული შტატებიდან რომ დაეკონკრეტებინა, თუ რას გულისხმობს ის ევროკავშირის სტანდარტების კონტექსტში, ანუ რა კონტექსტში უნდა იყოს კანონი დაახლოებული. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარია, რომ ნებისმიერი წინადადება, რომელიც სამართლებრივ ჩარჩოში იქნება წარმოდგენილი, იყოს შესაბამისი არგუმენტაციით გამყარებული, ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ მის განსახილველად და პოზიციების შესაჯერებლად”, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: "არც პროცესი და არც თავად კანონი არ არის შესაბამისობაში იმ სტანდარტებთან, რაც არის ევროკავშირში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ვიხილავთ ამ საკითხის ისე განხილვას, რომ ეს იყოს შესაბამისობაში ევროკავშირის მოთხოვნებთან".

ყველა სიახლე

დიმიტრი სამხარაძე

15 მაისი 2024, 15:44

პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე სალომე ზურაბიშვილზე: საკუთარი ქვეყნის გერბის ქვეშ რომ არ დაგაყენებენ და კუთხეში დადგომის არანაირი პრეტენზია არ გაგაჩნია - ეს არის იმ ქალის დამოკიდებულება, რომელმაც ნაცების კოალიციის ლიდერად თვითონ გამოაცხადა თავი

სამხარაძის თქმით, ეს არის იმ ქალის დამოკიდებულება, რომელმაც ნაცების კოალიციის ლიდერად თვითონ გამოაცხადა თავი.

სოზარ სუბარი

15 მაისი 2024, 15:34

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: მომავალში გამოჩნდება, რომ კანონი არანაირ პრობლემას არ შექმნის, პირიქით. ხალხი გაიგებს ყველაფერს არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების ფინანსების შესახებ. ახალგაზრდებიც გაიგებენ, რა ბინძურად ატყუებდნენ მათ!

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი სოციალურ ქსელში ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მესამე მოსმენით მიღებას.

15 მაისი 2024, 15:24

საზოგადოება

გუდავაძე- პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით, 2024 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი იწყება

გუდავაძე- პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით, 2024 წლის პროფესიული განᲐთლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი იწყება. განაცხადების წარდგენა 24 ივნისამდეა შესაძლებელი. კონკურსი წელს მეშვიდედ ტარდება და გამარჯვებულები შვიდ ნომინაციაში გამოვლინდებიან.

გოგა ხაინდრავა

15 მაისი 2024, 15:21

პოლიტიკა

გოგა ხაინდრავა: ეს რა ჯადოსნური კანონი მიგვიღია! სარკე, რომელშიც ცხადად გამოჩნდა ფსევდოლიბერალური პოლიტიკური ელიტის გადაგვარების დონე

„ეს რა ჯადოსნური კანონი მიგვიღია! სარკე! რომელშიც ცხადად გამოჩნდა ფსევდოლიბერალური პოლიტიკური ელიტის გადაგვარების დონე! ამდენი უტიფარი ტყუილი, ერთ კანონზე ისტორიას არ ახსოვს! აფერუმ! ჩვენ პატარა ღირსეულ ქვეყანას! რა გამჭვირვალობას დაუდეთ სათავე! საქართველო უპირველეს ყოვლისა!“ - წერს ხაინდრავა.

ჯიმ ობრაიენი

15 მაისი 2024, 15:20

პოლიტიკა

როგორ აფასებს ოპოზიცია ჯიმ ობრაიენის გზავნილებს

ოპოზიცია მედიასთან აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯიმ ობრაიენის გზავნილებს აფასებს. მათი განცხადებით, არ არსებობს არანაირი რესურსი და შესაძლებლობა გამჭვირვალობის კანონის გაკეთილშობილების.

15 მაისი 2024, 15:17

ეკონომიკა

ეკონომიკის სამინისტროში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმა განიხილეს

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს გენერალური გეგმის ფარგლებში მომდევნო 5, 10 და 20-წლიან პერსპექტივაში აეროპორტის ტერმინალისა და სააეროდრომო ნაწილის განვითარებასა და იმ შესაძლებლობებზე, თუ რამდენ მგზავრზე იქნება გათვლილი აეროპორტი და პიკურ საათში რამდენი მგზავრის მომსახურებას შეძლებს.

თამარ ჩიბურდანიძე

15 მაისი 2024, 15:16

პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე: პრეზიდენტი ქართველი ხალხის უმრავლესობას ღიად დაუპირისპირდა და რევოლუცია გამოუცხადა. შედეგად მიიღებს ისეთივე მარცხს, რაც მიიღეს გუშინ

ერთთვიანი ყალბი პროპაგანდის შედეგად ოპოზიცია დამარცხდა ხელისუფლებასთან ბრძოლაში, ასეთივე მარცხს მიიღებს ყველა, ვინც სიმართლეს სიყალბით დაუპირისპირდება, ქართველი იქნება თუ უცხოელი, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და დასძენს, რომ პოლიტიკას წყვეტს უმრავლესობა და ქართველი ხალხის უმრავლესობა დღეს ხელისუფლების გვერდით დგას.

ნინო წილოსანი

15 მაისი 2024, 14:56

პოლიტიკა

ნინო წილოსანი ოპონენტ აქტივისტებს: ცარცით ხომ არ მონიშნავდი ჩემს სახლს და შემდეგ გაზის კამერაში ამომხუთავდით?! სამწუხაროდ, როგორც ვაკვირდები, მათ ყველაზე რადიკალურ აქტივისტებს საშუალება რომ მისცე, დიდი სიამოვნებით იზამდნენ ასე

„და ბოლოს, ამ სქრინშივე ჩანს ერთი კომენტარი, (შესაძლოა სხვა მსგავსი კომენტარების ბევრი იყოს) სადაც ადამიანი გულწრფელად ეუბნება, რამდენად მიუღებელია ფაშისტური ქცევა... ჰოდა საბედნიეროდ ზუსტად ვიცი, რომ გაცილებით მეტი ადამიანია ჩვენ გარშემო, ვინც ადამიანურ სახეს არ კარგავს, კაციჭამიად არ გადაიქცევა და დარჩება ბოლომდე ადამიანად“, - წერს წილოსანი.

15 მაისი 2024, 14:53

პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

მხარეებმა განიხილეს პარლამენტის მიერ მიღებული უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ კანონი. დელეგაციის წევრებმა გამოთქვეს წუხილი აღნიშნული კანონის მიღებასთან დაკავშირებით. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა არამომგებიანი ორგანიზაციების სფეროში გამჭვირვალობის ნაკლებობის პრობლემას და მისი მოგვარების საჭიროებას.

შალვა პაპუაშვილი

15 მაისი 2024, 14:53

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ზურაბიშვილზე: პრეზიდენტის ადმინისტრაცია და თანამდებობა მას საკუთარი სახლის უკანა ბაღი ჰგონია

ყველამ იცის, რაც შეეხება მის მოწონებას საზოგადოებაში და არ ვიცი, რამდენად ენდომება ოპოზიციასაც მასთან ერთად ყოფნა, - ამგვარად შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „არჩევნებზე პროევროპული ფრონტის ლიდერობას“ აპირებს.

მიხეილ ყაველაშვილი

15 მაისი 2024, 14:53

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ვართ მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული დეპუტატები და გვაქვს არათუ უფლება, არამედ ვალდებულებაც, რომ კანონი მივიღოთ

ახალგაზრდებმა, რომლებიც აქციაზე დგანან ან ქუჩას კეტავენ უნდა იცოდნენ, რომ ევროპაში იქნება თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში, დემოკრატია და სამართალი მუშაობს ერთი მიმართულებით, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილი

15 მაისი 2024, 14:48

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციის გეგმაზე: რადიკალების მიზანია არალეგიტიმურად გამოცხადდეს საქართველოს ხელისუფლება და ამ ფონზე მოხდეს ლეგიტიმურ ძალად მიჩნეული სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ გაერთიანება

ყველა უნდა გაერთიანდეს არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ის გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოდან და ჩვენ ყველას უფლება გვაქვს შევცვალოთ ის. ვინ რჩება ხელისუფლების ლეგიტიმურ წარმომადგენლად - სალომე ზურაბიშვილი, - ეს არის ოპოზიციის გეგმა, რომლის შესახებაც ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა.

ანრი ოხანაშვილი

15 მაისი 2024, 14:46

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: რადიკალები გულწრფელ პროტესტს იყენებენ რადიკალური პოლიტიკური ინტერესებისთვის

„ეს აქცია ორგანიზდება, იმართება კონკრეტული რადიკალური ჯგუფების მხრიდან და ასევე საზღვარგარეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. ეს ხელისგულზე დევს. რა თქმა უნდა ეს ხალხი ახდენს ცალკეული ახალგაზრდების თუ სხვა ჯგუფების გულწრფელი უკმაყოფილების, თუ განსხვავებული აზრის ინსტრუმენტალიზებას. რადიკალები გულწრფელ პროტესტს იყენებენ რადიკალური პოლიტიკური ინტერესებისთვის“,- აღნიშნა ოხანაშვილმა.

ირაკლი ზარქუა

15 მაისი 2024, 14:45

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: კუბილიუსებისა და ფოტიგების გაგრძელებაა ეს როთი და ჟიგიმანტასი - „ნაციონალური მოძრაობა“ წლებია მათ აფინანსებთ და რას უნდა ველოდოთ?!

„ესენი (ოპოზიცია) არიან ხელმოცარულები, რომელთაც ერთადერთი ამოცანა აქვთ, რომ ლობისტური კომპანიების დახმარებით ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გაილაშქრონ“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

15 მაისი 2024, 14:44

საზოგადოება

ComCom-მა რუსთავში 60 მოსწავლე ყალბი ინფორმაციის აღმოჩენაში გადაამზადა

შეხვედრის ფარგლებში, ტრენერმა მონაწილეებს BBC Academy-ის მასალების გამოყენებით ყალბი ინფორმაციის აღმოჩენისა და ფაქტების გადამოწმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მოსწავლეები ასევე გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ყალბი ინფორმაციის სახეები; ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა; ინფორმაციის გადამოწმების მეთოდები და ფოტოებისა თუ ვიდეოების ფაბრიკაცია. გარდა ამისა, სემინარზე განიხილებოდა წინა კონკურსების გამარჯვებული ნამუშევრები.

გივი მიქანაძე

15 მაისი 2024, 14:37

პოლიტიკა

გივი მიქანაძე 5 ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებზე: ისინი თავიდან ბოლომდე სუბიექტურ, ცალმხრივ პოზიციას ასახავენ და რადიკალური ოპოზიციის პოზიციების გამყარებას ემსახურებოდა ეს ყველაფერი

„წინასწარი განცხადებები, რომლებიც ამ ადამიანების მხრივ ვიზიტამდე გაკეთდა, პირდაპირ მიუთითებდა, რომ ისინი თავიდან ბოლომდე სუბიექტურ, ცალმხრივ პოზიციას ასახავენ და რადიკალური ოპოზიციის პოზიციების გამყარებას ემსახურებოდა ეს ყველაფერი. გუშინ აქციაზე მათი მისვლა ამის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იყო“, - მიიჩნევს მიქანაძე.

ანრი ოხანაშვილი

15 მაისი 2024, 14:36

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ქართულ ეკლესიაზე მიხაელ როთის თავდასხმაზე: კეთილი ინებონ და პატივი სცენ ჩვენს საზოგადოებას, ეკლესიასა და რწმენას

კეთილი ინებონ და პატივი სცენ ჩვენს საზოგადოებას, ეკლესიასა და რწმენას, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რითაც თბილისში ვიზიტით მყოფი გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის მიერ ქართულ ეკლესიაზე თავდასხმას გამოეხმაურა.

მიხეილ ყაველაშვილი

15 მაისი 2024, 14:30

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე უარესია, როდესაც უცხოელი პოლიტიკოსი ქვეყნის მოსახლეობის 90%-ს აყენებს შეურაცხყოფას ჩვენი ეკლესიის გაკრიტიკებით

„ყველას მოუწევს გათვალისწინება, ვისთან აქვთ საქმე - ეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და პატივი უნდა სცენ აქაურ წესებს და კანონებს. მათივე კვლევებითაც დასტურდება, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდამჭერი საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტია და პატრიარქის რეიტინგი ამასაც აჭარბებს. ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე უარესია, უცხოელი პოლიტიკოსი [გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი] ქვეყნის მოსახლეობის 90%-ს რომ აყენებს შეურაცხყოფას ჩვენი ეკლესიის გაკრიტიკებით, როდესაც ამბობს: „როგორ უნდა შექმნა ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე, მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო მჭიდრო მოკავშირისა მმართველი პარტიისა?“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

ხატია დეკანოიძე

15 მაისი 2024, 14:26

პოლიტიკა

ეს არის მხარდაჭერა ქართველი ხალხისა და ახალგაზრდების მიმართ - ხატია დეკანოიძე 5 ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების აქციაზე ვარდებით ხელში გამოჩენაზე

„ეს არის მხარდაჭერა ქართველი ხალხის და ახალგაზრდების მიმართ - საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერა. ნებისმიერ სხვა განზომილებაში გადასვლა არის „ქართული ოცნების“ და რუსული პროპაგანდისტული დემაგოგია“, - აღნიშნა დეკანოიძემ.