„ემპოლის“ მწვრთნელი - საბა გოგლიჩიძე გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება #1TVSPORT
„ემპოლის“ მწვრთნელი - საბა გოგლიჩიძე გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება #1TVSPORT

იტალიის სერია A-ში „ლაციოსთან“ წაგების (0:2) შემდეგ „ემპოლის“ მწვრთნელმა, დავიდე ნიკოლამ პრესკონფერენციაზე თამაში შეაფასა და ქართველი მცველის, საბა გოგლიჩიძის თაობაზე დამაიმედებელი კომენტარი გააკეთა.

„ჩვენი გუნდის ახალწვეული საბა გოგლიჩიძე, რომელიც იანვარში დავიმატეთ, პროფესიონალი სპორტსმენი და კარგი ადამიანია. მას ყველანაირი მონაცემი აქვს, რომ მაღალ დონეზე ითამაშოს, ძალიან ახალგაზრდაა და განსხვავებული გამოცდილება აქვს. წარმოიდგინეთ, საქართველოდან „ემპოლიმდე“ რა გზა გაიარა, ენის სწავლა და გუნდთან ინტეგრირება სჭირდება. რაც მთავარია, ძალიან მონდომებულია, რომ მაღალ დონეზე ითამაშოს.

„ლაციოსთან“ მსურდა, რომ საბას ეთამაშა, სხვა შედეგი რომ ყოფილიყო, ალბათ მოედანზე შევუშვებდი. მიმაჩნია, რომ მომავალში ის „ემპოლისთვის“ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება“, – განაცხადა „ემპოლის“ მწვრთნელმა.