დონეცკის ოლქში ჩამოგდებულია რუსული სუ-25 - უკრაინული მხარე

მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დონეცკის ოლქში ჩამოგდებულია რუსული სუ-25 - უკრაინული მხარე

სუ-25

უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი რუსული სუ-25 ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაცია 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის Facebook გვერდზე გავრცელდა. 

„მესამე თვითმფრინავი ბოლო ორ კვირაში. 110-ე მექანიზებული ბრიგადის საზენიტო მსროლელებმა დღეს კიდევ ერთი რუსული სუ-25 გაანადგურეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

მოგვიანებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი დონეცკის მიმართულებით ჩამოაგდეს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში საზენიტო მსროლელებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.