ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ჩინეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, ჩინური მანქანების ბაზრობა, სავარაუდოდ, ქუთაისში მიმდინარე წელს გაიხსნება.

„ბევრი ჩინური კომპანიაა საქართველოში ინვესტიციებით დაინტერესებული. იგეგმება, საქართველოში ჩინეთიდან შემოტანილი ავტომობილების ბაზრობა მოეწყოს. შეიძლება ეს ბაზრობა ქუთაისში განთავსდეს. კიდევ მრავალი ინვესტიცია და გეგმა არსებობა ჩინური კომპანიების მიერ, რომლებიც საქართველოში ჩინური ინვესტიციებით არიან დაინტერესებულები. ვფიქრობ, რომ ეს ბაზრობა მალე იქნება. ჯერჯერობით, ზუსტი თარიღი არ ვიცით. მიმდინარე წელს წესით უნდა იყოს", - განაცხადა ჭოუ ციენმა.