17 მაისი 2024, 12:26 / სანდო წყარო

ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს

საქართველოში ჩინეთის რესპუბლიკის ელჩის, ჭოუ ციენის განცხადებით, ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს. მისი ინფორმაციით, ჩინური მანქანების ბაზრობა, სავარაუდოდ, ქუთაისში გაიხსნება.

„ბევრი ჩინური კომპანია არის დაინტერესებული საქართველოში ინვესტიციებით. ვგეგმავთ მანქანების ბაზრობის მოწყობას საქართველოში, ჩინეთიდან შემოტანილი ავტომობილების. შეიძლება ეს ბაზრობა ქუთაისში განთავსდეს. კიდევ მრავალი ინვესტიცია და გეგმა არსებობს სხვადასხვა ჩინური კომპანიის მიერ, რომლებიც საქართველოში ჩინური ინვესტიციებით არიან დაინტერესებულები. ვფიქრობ, რომ ეს ბაზრობა მალე იქნება. ჯერჯერობით, ზუსტი თარიღი არ ვიცით, მიმდინარე წელს, წესით უნდა იყოს", - განაცხადა ჭოუ ციენმა.

ყველა სიახლე

05 ივნისი 2024, 11:03

საზოგადოება

ხუდადოვის ტყეში გამწვანებისა და დასუფთავების სამუშაოები ჩატარდა

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ხუდადოვის ტყეში გამწვანებისა და დასუფთავების აქცია გაიმართა. თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის, შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და შპს „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ტერიტორიაზე 150 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი დარგეს, ასევე, ტერიტორია გაიწმინდა სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან.

05 ივნისი 2024, 11:03

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვიცეპრეზიდენტად მეორედ აირჩიეს

ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში (WOAH) 183 წევრი ქვეყანაა გაერთიანებული. ორგანიზაცია წამყვან როლს ასრულებს და განსაზღვრავს ვეტერინარულ პოლიტიკას მსოფლიოში; ზედამხედველობას უწევს მისი იმპლემენტაციის პროცესს. WOAH-ის საერთაშორისო სტანდარტებით რეგულირდება ცხოველთა 120-ზე მეტი დაავადება, მათ შორის, ზოონოზები (ადამიანისა და ცხოველის საერთო დაავადება), რომლებიც რეგულარულად ექვემდებარება განახლებას და მტკიცდება გენერალურ სესიაზე. აღნიშნული სტანდარტები ქვეყნებს ეხმარება დაავადებების უარყოფითი ზემოქმედების შემცირებასა და ცხოველებითა და ცხოველური პროდუქტებით უსაფრთხო ვაჭრობის უზრუნველყოფაში.

05 ივნისი 2024, 11:01

საზოგადოება

მძიმედ დაშავებული მამაკაცი მეხანძრე-მაშველებმა ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, კახეთის რეგიონიდან, მძიმედ დაშავებული მამაკაცი ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს.

05 ივნისი 2024, 10:45

საზოგადოება

რიყის პარკში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ქალების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა -„აფხაზური ეზო“ გაიმართა

ღონისძიება მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო სამრეწველო პალატას შორის გაფორმდა. მემორანდუმი ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერას, ასევე გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით, მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, ურთიერთთანამშრომლობის განვითარებას და გაღრმავებას ისახავს მიზნად.

მაკა ბოჭორიშვილი

05 ივნისი 2024, 10:44

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: კონგრესში დაკითხული ქართველების შემხედვარე ვფიქრობ, ასეთ მდგომარეობაში თავი რის ფასად უნდა ჩაიგდო - იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლის პასპორტიც გიდევს ჯიბეში, პირდაპირ ეთერში აყურებინო, მათ როგორ ღალატობ

საქართველოს ხელისუფლებას ევროპულ ფასეულობებისგან აცდენას რომ აბრალებ და ამავდროულად, შვილების დასჯას ითხოვ მშობლების ,,დანაშაულის” გამო, უკვე რთული დასადგენია ასეთი ხალხის ,,ფასეულობა” ბოლშევიკურია, თუ უფრო ფაშისტური - წერს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი „ჰელსინკის კომისიაზე” საქართველოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების შესახებ.

05 ივნისი 2024, 10:41

კულტურა

ჩინური კერძის სურათმა საკვებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფოტოკონკურსში გაიმარჯვა📷

გამარჯვებულად კი ჩინელი ფოტოგრაფის, ჟონუა იანგის ფოტო დასახელდა, რომელზეც სიანშანის პროვინციაში გაზაფხულის ფესტივალისადმი მზადების პროცესია აღბეჭდილი.

ლევან ნიკოლეიშვილი

05 ივნისი 2024, 10:40

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: საქართველოს მოღალატე-გამყიდველთა სიას შეემატა კიდევ ორი, ნატალია საბანაძისა და ვანო ჩხიკვაძის სახით, მოსმენას არაფერი ჰქონდა საერთო „მეგობრობის აქტთან"

ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ ელიტას იმდენი მნიშვნელოვანი საკითხი აქვთ გასაწყვეტი შინ თუ გარეთ, წესით და რიგით ასეთი უმსგავსო და უაზრო საქმისთვის დრო არ უნდა დაეკარგათ, მაგრამ რა უნდა უყონ „ვალდებულებას“ და მონების მოხსენებას, რომელიც რეალურად მათი დაფინანსებულია? ამიტომაც "დიდი ენთუზიაზმით" შეუდგნენ ორი ქართველი რეზიდენტის ვანო ჩხიკვაძისა და ნატალი საბანაძის მოსმენას, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ განხილვაზე, სადაც ე.წ. მოწმეების სახით მიწვეულთა შორის იყვნენ „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე და ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალია საბანაძე.

05 ივნისი 2024, 10:40

სამართალი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების 11 ფაქტი გახსნა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების 11 ფაქტი გამოავლინა.

ედიშერ გვენეტაძე

05 ივნისი 2024, 10:39

პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე საბანაძესა და ჩხიკვაძეზე: 21-ე საუკუნის უსამშობლოებმა თავიანთ პატრონებთან, „დემოკრატიის“ საბაბით მოითხოვეს იმ ქვეყნის დასჯა, რომელშიც საუბედუროდ დაბადებულნი და გაზრდილები არიან

ისტორია მეორდება თავის შავ ფერებში! სახელდობრ 21-ე საუკუნის უსამშობლო ხუტლუბუღებმა (ხუტლუბუღა ჩავიდა საყაენოში და მოითხოვა სიკვდილით დაესაჯათ მეფე დემეტრე II, რაც კიდევაც აღასრულეს დამპყრობლებმა) თავიანთ პატრონებთან და "დემოკრატიის" საბაბით მოითხოვეს იმ ქვეყნის დასჯა, რომელშიც საუბედუროდ დაბადებულნი და გაზრდილები არიან და არა აღზრდილები! - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით განხილვაზე, სადაც, „ღია საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ვანო ჩხიკვაძემ და ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნატალია საბანაძემ ისაუბრეს.

05 ივნისი 2024, 10:26

საზოგადოება

გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშვნის ფარგლებში, კონკურსის „მწვანე ჯილდო“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა, რომლის აღნიშვნის ფარგლებშიც, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის კონკურსის „მწვანე ჯილდო” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსში პედაგოგები და აღმზრდელები მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობდნენ.

მიხეილ მაჭარაშვილი

05 ივნისი 2024, 10:26

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ უჭერს და ლგბტ დროშით დადის, ამიტომ ჩვენ ვივლით ეროვნული დროშით და მივიღებთ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც ლგბტ პროპაგანდა აიკრძალება

ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ უჭერს და ლგბტ დროშით დადის, ამიტომ ჩვენ ვივლით ეროვნული დროშით და მივიღებთ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიხედვითაც ლგბტ პროპაგანდა აიკრძალება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

ლევან მაჭავარიანი

05 ივნისი 2024, 10:22

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონებზე: სრული მხარდაჭერა ვიგრძენით არა მხოლოდ ჩვენი ამომრჩევლის, არამედ ოპოზიციის ამომრჩეველიც უჭერს მხარს ამ ინიციატივას

საყოველთაო-სახალხო განხილვები რეგიონებში, სადაც მოსახლეობის სრული მხარდაჭერა ვიგრძენით, - განაცხადა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების პაკეტის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მაჭავარიანმა.

ბექა ოდიშარია

05 ივნისი 2024, 10:19

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: კანონი მიმართულია იმისკენ, რომ ოჯახური ღირებულებები და მცირეწლოვან ბავშვთა უფლებები იყოს დაცული, ამას ვინც ეწინააღმდეგება, ის საქართველოს მტერია

ჩვენ თემს არ ვეხებით, არავის ორიენტაციას არ ვეხებით, - განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“კანონებზე საუბრისას.

05 ივნისი 2024, 10:00

რეგიონი

კურორტ აბასთუმანში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო აბასთუმნის შესასვლელში, 770-მდე ავტოტრანსპორტზე გათვლილი ავტოსადგომის სამშენებლო სამუშაოებს, ასევე, აბასთუმნის მწვანე და ლურჯი დერეფნების რეაბილიტაციის პროცესს, რომელიც საფეხმავლო და ველო-ბილიკების, რეკრეაციული და მოსასვენებელი ადგილების მოწყობას მოიცავს.

05 ივნისი 2024, 09:55

რეგიონი

თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მე-40 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე, მდინარე ქსნის ხიდის დასავლეთ მიმართულებაზე, ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 5 ივნისიდან ორი თვის განმავლობაში, სავალ ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება და განხორციელდება ცალი ზოლის მეშვეობით, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ვლადიმერ ბოჟაძე

05 ივნისი 2024, 09:53

პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ჰელსინკის კომისიაზე სამშობლოს ღალატის კლასიკური მაგალითები ვნახეთ, როგორ შეიძლება გაყიდო საკუთარი ქვეყანა მხოლოდ იმიტომ, რომ შემოსავლები არ გაასაჯაროო

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ჰელსინკის კომისიაზე საქართველოს შესახებ განხილვას გამოეხმაურა. მისი თქმით, სამშობლოს ღალატის კლასიკური მაგალითები ვნახეთ. ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში კონგრესმენ სტივ კოენის განცხადებას აზიარებს, რომლის თქმითაც, მიხეილ სააკაშვილი ახლაც ციხეშია, რომელსაც საშინლად ეპყრობიან და მისი სიცოცხლე შესაძლოა საფრთხის ქვეშ იყოს.

ნატალი საბანაძ

05 ივნისი 2024, 09:42

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე ნატალი საბანაძის კონგრესში გამოსვლაზე: მდაბიო პოლიტიკური სტრიპტიზის მაგალითი აჩვენა, რომ „იქ“ თავი მოაწონოს. აქ ვის უნდა მოაწონოს თავი? სავარაუდოდ მის ბოსს, გახარიას

ამ არსებასთან მიმართებაში, რომელიც ხელისუფლების საკადრო შეცდომაა ნამდვილად, ყველაფერი ნათელია. მდაბიო პოლიტიკური სტრიპტიზის მაგალითი აჩვენა, რომ „იქ“ თავი მოაწონოს, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენაზე ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩის, ნატალი საბანაძის სიტყვით გამოსვლას.

05 ივნისი 2024, 09:32

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში🌞

5 ივნისს ქუთაისში +36 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +19 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც დარია. დღისით +34 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20. ბათუმში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +19 გრადუსი დაფიქსირდება.

05 ივნისი 2024, 09:20

LIVE ისრაელი

„ჰამასი“ სამშვიდობო შეთანხმებას ისრაელის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზის სექტორიდან ჯარების გაყვანის გარეშე არ დათანხმდება

„ჰამასი“ სამშვიდობო შეთანხმებას, ისრაელის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზის სექტორიდან ჯარების გაყვანის გარეშე არ დათანხმდება, - ამ განცხადებით გამოეხმაურა დაჯგუფების ლიდერი, ახლო აღმოსავლეთში ვითარების დასარეგულირებლად, ბაიდენის მიერ შეთავაზებულ სამეტაპიან გეგმას.

ჰერცი ჰალევი

05 ივნისი 2024, 09:03

LIVE ისრაელი

ისრაელი „ჰამასთან“ ბრძოლის პარალელურად დაჯგუფება „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ ლიბანის საზღვრის გასწვრივ სამხედრო ოპერაციას აანონსებს

ისრაელი „ჰამასთან“ ბრძოლის პარალელურად დაჯგუფება ჰეზბოლას წინააღმდეგ ლიბანის საზღვრის გასწვრივ სამხედრო ოპერაციას აანონსებს. საგანგებო პრესკონფერენციაზე ისრაელის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ისრაელი, ჰეზბოლას პროვოკაციული ქმედებების საპასუხოდ, გადაწყვეტილების მიღების პროცესშია. თავად დაჯგუფება კი კონფლიქტის გაფართოების მცდელობაში დაადანაშაულა.