in

27 აპრილს მცირე მარნების მხარდასაჭერი ღვინის გამოფენა-გაყიდვა ჩატარდება

27 აპრილს, 12-დან 6 საათამდე, „ჯი-თი გრუპისა“ და მისი ახალი ბრენდის „ჯი-თი ვინეას“ ორგანიზებით ჩატარდება მცირე მარნების მხარდასაჭერი ღვინის გამოფენა-გაყიდვა.

გამოფენაზე შეძლებთ პირდაპირ მწარმოებლისგან თქვენთვის სასურველი ღვინის შეძენას, მეღვინეებთან ახლო კავშირის დამყარებას, წარმოების პროცესის დეტალურ გაცნობას და 30-მდე მცირე მწარმოებლის სხვადასხვა ღვინის და ალკოჰოლური სასმლის დაგემოვნებას:

აგიდელა, ნაფერი, ნანატრი, ჭალელი, შეთეს მარანი, ზოდი, ჯორჯინო, ენოვანი, ორკოლი, ხაშმი ჰილს, სოლომონე, ანთოს მეღვინეობა, ნიკიფორე, შათირიშვილის მეღვინეობა, Spring Fields, ამბაკო, ამბრა, დამილიე, შეთეს მეღვინეობა, შატო ატენი, ატენის ტერასები, მოსავალი პირველი, ორილო, ჩალაბრიანი, ნინო მერის მარანი, შაქრიანი ისთეითი, გიორგი რევაზიშვილის მარანი. 

ღონისძიების მიზანია: 

  • მცირე მარნების პოპულარიზაციის და განვითარების ხელშეწყობა;
  • ღვინის მოყვარულებისთვის და ამ სფეროს წარმომადგენლებისთვის ახალი, მიმზიდველი სივრცის შექმნა;
  • ⁠ნაკლებად ცნობილი და იშვიათი ღვინოების დაგემოვნება;
  • ⁠მწარმოებლებთან უშუალო კომუნიკაციის დამყარება და ტექნოლოგიის დეტალური გაცნობა;
  • „ღვინის ბაზრის“ ტრადიციის დანერგვა

„ჯი-თი ვინეა“ მხარს უჭერს ღვინის სამშობლოში მცირე თუ ახალი მეღვინეების წახალისებას. ეს, თავის მხრივ, გულისხმობს ღვინის მოყვარულებისთვის მრავალფეროვანი შეთავაზების შექმნას მისი დამზადებისათვის საჭირო უახლესი ინვენტარის და ყველანაირი სერვისის კუთხით. მსგავსი ტიპის ღონისძიებები ხელს უწყობს ახალი საქმიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ინფორმაციისა თუ გამოცდილების გაზიარებას. ამ ყველაფერს კი დიდი წვლილი შეაქვს ახალი მეწარმეების გამოჩენასა და უკვე არსებული ნაკლებად ცნობილი ბრენდების წინ წაწევაში, ასევე სეგმენტის განვითარებაში და, რაც მთავარია, ქართული მეღვინეობის კიდევ უფრო გამდიდრებაში. სწორედ ამიტომ, მას ექნება სისტემატური სახე და გაიმართება „ჯი-თი ვინეას“ მიერ სპეციალურად ღონისძიებისთვის გამოყოფილ ადგილზე ყოველ ორ თვეში ერთხელ, შაბათ დღეს.

[R]

ბლუტაბლას და ბესიკ ხარანაულის კოლაბორაცია – „იასამანი“

საქართველო ფორმაშია! – როგორ შეიქმნა კამპანია, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა!