შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სასერთიფიკატო გამოცდის ტესტები დაინტერესებული პირებისთვის უკვე ხელმისაწვდომია
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სასერთიფიკატო გამოცდის ტესტები დაინტერესებული პირებისთვის უკვე ხელმისაწვდომია

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სასერთიფიკატო გამოცდის ტესტები, დაინტერესებული პირებისთვის უკვე ხელმისაწვდომია. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კვალიფიკაციის დასადასტურებლად გამოცდაზე გასვლა შესაძლებელია 3 მიმართულებით: სრული, დაბალი და საშუალო და სპეციალური პროგრამის ნაწილში.

“შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სასერთიფიკატო გამოცდის ტესტები, დაინტერესებული პირებისთვის უკვე ხელმისაწვდომია. შეიქმნა სპეციალური პორტალი, რომელიც საშუალებას იძლევა იმიტირებული გამოცდის სახით, საკუთარი ცოდნის დონე შეაფასოთ. პროგრამაში მოცემულია 3000-მდე კითხვა, რომელიც შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ჯგუფდება.

კვალიფიკაციის დასადასტურებლად გამოცდაზე გასვლა შესაძლებელია 3 მიმართულებით: სრული, დაბალი და საშუალო და სპეციალური პროგრამის ნაწილში. თითოეული მიმართულებით შედგენილია ტესტური დავალებები, სიტუაციურ ამოცანებთან და კაზუსებთან ერთად“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პროგრამა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე :

ტესტირების გავლა შესაძლებელია სმარტფონების გამოყენებითაც.

პროგრამით სარგებლობის წესების სანახავად კი გადადით ამ ბმულზე:

ისრაელის ელჩი - ამ მომენტში ორი ფრონტი გვაქვს, თუმცა ომის გაფართოების შესაძლებლობა არსებობს
მარკეტა გრეგოროვა - კანონის ყველაზე დიდი პრობლემა მისი მიზანია - ის ევროპული გზიდან რუსეთის გზაზე გადასვლას ნიშნავს - მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს, რომ საოცარი ხალხი ხართ და ასე გააგრძელეთ
მარინა ჩიტაშვილი - კანონის მიღების შემდეგ არჩევნების მარათონი დაიწყო, საარჩევნო მარათონს კი სხვა ტაქტიკა სჭირდება, არჩევნებში სპრინტერის ტაქტიკით ვერ ირბენ, სტაერის ტაქტიკა სჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.05.2024
Samsung წარმოგიდგენთ პრემიუმ Bespoke French Door მაცივარს
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებელი პარტნიორი ნათია ჯანაშია „საქართველოს კაპიტალთან“ დადებული ხელშეკრულებიდან გადის
2024 წლის ახალი ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო - სულ მალე საქართველოში