02 მაისი 2024, 19:20 / სანდო წყარო

ირაკლი ქარსელაძე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე მსოფლიო ბანკის (WB) აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ რუგენაათს შეხვდა.

შეხვედრის მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის სამი ათეული წლის ნაყოფიერი თანამშრომლობა და ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაში ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობა.

მათ, ასევე, მიმოიხილეს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები.

მინისტრმა დეტალურად ისაუბრა მსოფლიო ბანკის პროგრამების ფარგლებში, საგზაო, მუნიციპალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის, კულტურული მემკვიდრეობისა და საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტების შესრულების პროგრესსა და შედეგებზე და აღნიშნა ამ პროექტების მნიშვნელობა ქვეყნის რეგიონების განვითარებისათვის.

იუჯინ რუგენაათმა დადებითად შეაფასა მიმდინარე პროექტების შესრულების პროგრესი, რაც, მისი თქმით, თანამშრომლობის გაღრმავების კარგ შესაძლებლობას იძლევა.

მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 2011 წლიდან ახორციელებს რამდენიმე პროგრამას. პროგრამები მოიცავს, როგორც საბაზისო (საგზაო, წყალმომარაგების და სხვა) ინფრასტრუქტურის, ისე ტურისტული ობიექტების, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მინისტრის აპარატის უფროსი თამარ ახვლედიანი, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორის მრჩეველი ირაკლი კაჭარავა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ალტერნატიული აღმასრულებელი დირექტორი ლუკ დრესი.

ყველა სიახლე

ირაკლი კობახიძე

04 ივნისი 2024, 12:46

პოლიტიკა

პრემიერი გერმანიის ელჩის განცხადებაზე: ძალიან სამწუხაროა, როდესაც გერმანიის ელჩად წოდებული ადამიანი არ იშლის სპეკულაციებს

ეს სამწუხარო მოვლენაა, თუმცა ეს არ არის ჩვენი პრობლემა, ეს გერმანული სახელმწიფოს პრობლემაა, როდესაც მისი ელჩი, ოფიციალური წარმომადგენელი ასეთი არასერიოზული ქმედებებით გამოირჩევა, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

04 ივნისი 2024, 12:42

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ის, როგორც ევროპა საქართველოს ექცეოდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, რა თქმა უნდა, არ ჯდება არანაირად ევროპულ ღირებულებებში

ის, როგორც ევროპა საქართველოს ექცეოდა ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, არ ჯდება არანაირად ევროპულ ღირებულებებში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპის მხრიდან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიმართ პოზიციების შეფასებისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

04 ივნისი 2024, 12:35

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველოში პირველად, გამოიცა ფოტოალბომი, რომელიც თავს უყრის სრულ და ამომწურავ ინფორმაციას ქვეყანაში მოქმედი ყველა რელიგიური გაერთიანების როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე საკულტო ნაგებობის შესახებ

გამოიცა საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობების შესახებ ფოტოალბომი, რომელიც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩვენი საზოგადოებრივი, სამეცნიერო, რელიგიური და კულტურული ცხოვრებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ალბომის - „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

04 ივნისი 2024, 12:34

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ მომზადებული წიგნი ჩვენი ერის უდიდესი ტოლერანტობის და ჰუმანიზმის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია

დღევანდელი დღე და ეს წიგნი კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ჩვენი ერის უდიდესი ტოლერანტობისა და ჰუმანიზმის. სავსე ვარ ემოციებითა და სიამაყით, რადგან წარმოვადგენ ერს, რომლის სამყაროსადმი მიმართება აგებულია შემწყნარებლობასა და სხვისი კულტურის, რწმენის, განსხვავებულობის პატივისცემაზე. ამ სულისკვეთებითაა გამსჭვალული საქართველოს თითოეული მოქალაქე, ყველა, ვინც საქართველოს თავის სამშობლოდ მიიჩნევს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ მომზადებული წიგნის პრეზენტაციაზე.

04 ივნისი 2024, 12:30

მსოფლიო

Bild: შესაძლოა, უკრაინა ყირიმის ხიდზე ახალ იერიშს ამზადებდეს

გასულ კვირაში უკრაინის არმიამ იერიში მიიტანა რუსულ ბორანებზე - „ავანგარდზე“ და „კონრო ტრეიდერზე“. ერთი ბორანი ჩაიძირა, მეორეს კი სერიოზული ზიანი მიადგა. ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ბორნებზე მიტანილი იერიში შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ ყირიმის ხიდზე ახალი იერიში მზადდება. ამასთანავე, უცნობია, როგორ აპირებენ უკრაინელები ყირიმის ხიდზე იერიშის მიტანას. წინა შემთხვევაში ამისთვის დრონი და დანაღმული ავტომობილი იყო გამოიყენებული.

შალვა პაპუაშვილი

04 ივნისი 2024, 12:26

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ომის ქარტია საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც სამარცხვინო სია სამარცხვინო პოლიტიკოსებისა, რომლებიც ამ ქვეყანას მტრობდნენ და ომში ექაჩებოდნენ

„სალომე ზურაბიშვილის ეს ქცევაც არ არის წამოსული რაიმე შიდა პოლიტიკური მსჯელობიდან, არამედ არის ის გეგმა, რომელიც მათ გარედან მისცეს, რომ ახლა უნდა გაერთიანდნენ და გაერთიანდებიან. კარგია, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაინახა, რომ სი ფარისევლობა, რომელსაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი, თითქოს იყვნენ სხვადასხვა პარტიები, დაინახა როგორ აყრიდნენ ნაცარს თვალებში შიგნიდან თუ გარედან. ხალხმა დაინახა, რომ სინამდვილეში ჩვენ გვყავს კვლავ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და გვყავს ის ომის პარტიები, რომლებიც ორი წელი საქართველოს ექაჩებოდნენ ომში. ვერაფრით ვერ შეგვიყვანეს ამ ომში და ამაზე გამწარებულები არიან და ამიტომაც აქვთ ეს რეაგირება. ეს ომის ქარტია დარჩება საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც სამარცხვინო სია სამარცხვინო პოლიტიკოსებისა, რომლებიც ამ ქვეყანას მტრობდნენ და ომში ექაჩებოდნენ. სერგო ორჯონიკიძეების სია, რომლებიც მზად არიან წინ შემოუძღვნენ უცხო ქვეყნებს იმისთვის, რომ ძალაუფლება მოიპოვონ საქართველოში. ეს არის ომის ქარტია, ასე დარჩებიან ისინი ისტორიაში. როგორც დარჩა ისტორიაში შუალვერის სია, ისე დარჩება ისტორიაში ომის ქარტიის სია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი

04 ივნისი 2024, 12:22

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლგბტ პროპაგანდის წარმოება დაუშვებელი იქნება

საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლგბტ პროპაგანდის წარმოება დაუშვებელი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მატეო სალვინი

04 ივნისი 2024, 12:19

მსოფლიო

იტალიის ვიცე-პრემიერი ემანუელ მაკრონს: დაიხურე ჩაფხუტი, წადი უკრაინაში და იომე, იტალიელებს კი ტვინს ნუ ურევ

მივმართავ ემანუელ მაკრონს, დაიხურე ჩაფხუტი, წადი უკრაინაში და იომე, იტალიელებს კი ტვინს ნუ ურევ, - ამის შესახებ იტალიის ვიცე-პრემიერმა, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მატეო სალვინიმ განაცხადა.

04 ივნისი 2024, 12:06

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ამერიკელ ჯარისკაცებთან ავღანეთში მხარდამხარ ვიბრძოდით, ამის პასუხი თუ არის ის, რომ ამ ხალხს და მის ხელისუფლებას სანქციის ენით უნდა ელაპარაკო, ეს მხოლოდ აზიანებს მათ, ვინც ამ ენით ესაუბრება ქართველ ხალხს

ამერიკელ ჯარისკაცებთან ვიბრძოდით მხარდამხარ ავღანეთში. ამის პასუხი თუ არის, რომ ამ ხალხს და მის ხელისუფლებას სანქციის ენით უნდა ელაპარაკო, ეს ხომ საერთო ჯამში მხოლოდ აზიანებს მათ, ვინც ამ ენით ესაუბრება ქართველ ხალხს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა შეერთებული შტატების მხრიდან სანქციების საკითხზე საუბრისას.

შალვა პაპუაშვილი

04 ივნისი 2024, 11:56

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ვნახეთ სამწუხარო ფაქტი, როდესაც გერმანიის კანცლერის განცხადება, რომელიც ეხებოდა ვიწროდ გერმანულ კონტექსტს, გერმანიის ელჩმა სამწუხაროდ კონტექსტის გარეშე მოიყვანა, რაც იქცა შემდეგ დეზინფორმაციის საფუძველი

„ვნახეთ ძალიან სამწუხარო ფაქტი, როდესაც გერმანიის კანცლერის განცხადება, რომელიც ეხებოდა ვიწროდ გერმანულ კონტექსტს, კონკრეტული ადამიანის მკვლელობას, ერთ-ერთი გერმანელი პოლიტიკოსის და გერმანიაში არსებულ სიტუაციას, რომელიც ძალადობასთან არის დაკავშირებული. 60 ათასზე მეტი პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაული იქნა ჩადენილი გერმანიაში შარშან და ეს ეხებოდა იმ გამოწვევებს და პრობლემებს, რომელიც ამ მხრივ აქვს გერმანიას. გერმანიის ელჩმა სამწუხაროდ კონტექსტის გარეშე მოიყვანა ეს [შოლცის] ციტატა, რაც იქცა შემდეგ დეზინფორმაციის საფუძველი და ვნახეთ, რომ ოპოზიციის კუთვნილმა მედიამ გააშუქა ეს როგორც კანცლერის სიტყვები საქართველოსთან დაკავშირებით.“

შალვა პაპუაშვილი

04 ივნისი 2024, 11:48

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ გვყავს პოლიტიკოსების კასტა, რომელიც ღიად ამბობს, რომ მათ უნდათ არა დამოუკიდებელი სახელმწიფო, არამედ ვასალური სახელმწიფო, რომელიც თავის პოლიტიკას აწყობს სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებზე

ჩვენი ამოცანაა, ვიმოქმედოთ ქართველი ხალხის ინტერესით. თუკი წარმოვიდგენთ, რომ საქართველოს ეყოლება ხელისუფლება, რომელიც აწყობილი იქნება სხვა ქვეყნების ხელისუფლებების გადაწყვეტილებებზე, შანტაჟზე, მუქარაზე თუ რაიმე სხვაზე, მაშინ რაღად გვინდა ასეთი ხელისუფლება? - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

04 ივნისი 2024, 11:46

პოლიტიკა

საქართველოში სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება კანონით იქნება აკრძალული

აკრძალული იქნება პირისთვის სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ოპერაციის ჩატარება ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის გამოყენება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

გია აბაშიძე

04 ივნისი 2024, 11:45

პოლიტიკა

გია აბაშიძე ურსულა ფონ დერ ლაიენის და შარლ მიშელის დაპირისპირებაზე: აქტორები, რომელთაგანაც მოველით ერთობას, თურმე ერთმანეთის დაძირვაზე არიან გადასულნი

იმ აქტორებისგან, რომელთაგანაც მოველით ერთობას, ერთსულოვნებას, თურმე ერთმანეთის ინტრიგანულ დაძირვაზე არიან გადასულნი. მთავარია პოლიტიკური სავარძელი და გავლენები, დანარჩენი შელამაზებადია, დროებით მაინც... სახეზეა "ჭეშმარიტად ევროპული, დემოკრატიული" ფასეულობები, - ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე, გამოცემა Politico-ს ინფორმაციასთან დაკავშირებით წერს, რომლის მიხედვითაც, ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი შეეცდება, ხელი შეუშალოს ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკომისიის პრეზიდენტის თავმჯდომარე მეორე ვადითაც გახდეს.

ლევან ნიკოლეიშვილი

04 ივნისი 2024, 11:45

პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი: უთანასწორო ომში, რომელიც საქართველოს გამოუცხადეს, გადამწყვეტი მნიშვნელობა საზოგადოების კეთილგონიერებას ენიჭება

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის წერილს ეხმიანება. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, იმ უთანასწორო ომში, რომელიც საქართველოს გამოუცხადეს ცხადია, გადამწყვეტი მნიშვნელობა ხალხს და საზოგადოების კეთილგონიერებას ენიჭება.

შალვა პაპუაშვილი

04 ივნისი 2024, 11:31

პოლიტიკა

საქართველოში ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება კანონმდებლობით იქნება დაუშვებელი

დღეს საპარლამენტო უმრავლესობა აინფიცირებს კანონების პაკეტს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც შედგება ერთი ძირითადი კანონპროექტისგან და თვრამეტი გამომდინარე კანონპროექტისა, რომლითაც ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონებში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

04 ივნისი 2024, 11:31

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ

დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის მხრიდან თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

გია აბაშიძე

04 ივნისი 2024, 11:30

პოლიტიკა

გია აბაშიძე: კანცლერ შოლცის გზავნილი რომ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმების მიმართ შეუწყნარებელია, გერმანიას ეხებოდა და მისმა ელჩმა ეს ნაცოპოზიციის სასარგებლოდ, კონტექსტის გარეშე გაავრცელა

კანცლერ შოლცის გზავნილი, რომ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმების მიმართ შეუწყნარებელია გერმანიას ეხებოდა და მისმა ელჩმა ფიშერმა ეს ნაცოპოზიციის სასარგებლოდ, მანიპულაციურად, კონტექსტის გარეშე გაავრცელა-წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე იმ დეზინფორმაციული კამპანიის შესახებ, რომლითაც გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის მიმართვა მედიის ნაწილმა საქართველოს მისამართით გაკეთებულ განცხადებად გაასაღა.

04 ივნისი 2024, 11:29

პოლიტიკა

17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ ოფიციალურად დაწესდება და უქმე დღედ გამოცხადდება

ძირითად კანონში და ასევე შრომის კოდექსში 17 მაისი დაწესდება ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ, როგორც ეს უკვე 10 წელია აღინიშნება და გამოცხადდება უქმე დღედ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

04 ივნისი 2024, 11:19

სამართალი

შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 3 პირი დააკავეს.

04 ივნისი 2024, 11:13

საზოგადოება

საქართველოში მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობის საყოველთაო აღწერა 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება

2024 წლის 14 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით საქართველოში დაგეგმილია მოსახლეობის და სოფლის მეურნეობის საყოველთაო აღწერა, - ამის შესახებ „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.