კონტე, თუ გასპერინი? ნაპოლი საბოლოო არჩევანის წინაშე? - Crystalsport
ანტონიო კონტე, ჯან პიერო გასპერინი
Aa
Aa

კონტე, თუ გასპერინი? ნაპოლი საბოლოო არჩევანის წინაშე?

„ნაპოლი“ ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია. აურელიო დე ლაურენტისს სტაბილური პროექტი სურს, რომლითაც გუნდი რამდენიმე სეზონს ჩაატარებს და უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს.

Kiss Kiss Napoli-ის ცნობით, ამჟამად ნეაპოლელები მხოლოდ 2 ვარიანტს განიხილავენ, რომლებიც ადგილობრივი მედიის ცნობით, საკმაოდ რეალურად მიიჩნევა - ჯან პიერო გასპერინი და ანტონიო კონტე.

ნომერ პირველი არჩევანი კონტეა, რომელთანაც შეთანხმების მიღწევა უფრო მოკლე ვადაში არის შესაძლებელი, თუმცა „ნაპოლი“ ევროპა ლიგის ფინალს ელის, სადაც გასპერინის „ატალანტა“ „ლევერკუზენს“ შეხვდება.

წყაროს ცნობით, „ნაპოლი“, რომელიც გასპერინის ელოდება, ეს გარემოება კონტეს აღელვებს და თავს პრიორიტეტულ კანდიდატად ვერ მიიჩნევს.

ნებისმიერ შემთხვევაში, რომელიც სპეციალისტიც არ უნდა ჩაუდგეს გუნდს სათავეში, ერთი რამ აშკარა იქნება - „ნაპოლი“ ახალი სეზონიდან სათამაშო სქემას შეიცვლის და 3-4-3-ზე ან 3-4-2-1-ზე გადავა, რაც ოსიმენთან ერთად კვარაცხელიას გაყიდვის შანსებსაც ზრდის. ამის შესახებ დღეს La Repubblica-მ დაწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსაჯი გადაწყვეტილებებს კაპიტანს აუხსნის - ახალი წესი ევრო 2024-ზე
მსაჯი გადაწყვეტილებებს კაპიტანს აუხსნის - ახალი წესი ევრო 2024-ზე