ურანისა და ნეპტუნის ახალაღმოჩენილ თანამგზავრებს ბერძნული მითოლოგიისა და შექსპირის პიესების გმირების სახელები დაერქმევა | Amindi.Ge

Tbilisi

Wednesday, 29 May

19°

Hourly Forecast

2 Hours
19°
3 Hours
19°
4 Hours
18°
5 Hours
17°
6 Hours
18°

Wind and pressure

Wind Speed:

13 kph, WNW

Pressure:

101.40 kpa

Apparent Temperature:

Wind Chill:

Relative Humidity:

Visiblity:

20°

19°

WNW

82 %

13 kph

101.40 kpa

16 km

Official course
29 May 30 May
1 USD 2.7847 2.7874 0.1%
1 EUR 3.0295 3.0227 -0.22%
100 RUB 3.1491 3.1098 -1.25%
ურანისა და ნეპტუნის ახალაღმოჩენილ თანამგზავრებს ბერძნული მითოლოგიისა და შექსპირის პიესების გმირების სახელები დაერქმევა
ურანისა და ნეპტუნის ახალაღმოჩენილ თანამგზავრებს ბერძნული მითოლოგიისა და შექსპირის პიესების გმირების სახელები დაერქმევა

მზის სისტემამ ახლახან მიიღო სამი ახალი ოფიციალური ბინადარი - პაწაწინა მთვარეების ტრიო, რომელთაგან ერთი ბრუნავს ურანის ორბიტაზე და კიდევ ორი ​​- ნეპტუნის გარშემო. მათი არსებობა საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა დაადასტურა.

ახალ სამეულს, რომელსაც ამ ეტაპზე რიცხობრივი აღნიშვნები მიენიჭა, უახლოეს მომავალში ფორმალური სახელები მიენიჭება. ისინი ლიტერატურითა და მითოლოგიით იქნება შთაგონებული.

ურანის თანამგზავრის დიამეტრი 8 კილომეტრია, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე პატარა თანამგზავრად აქცევს მზის სისტემის რვა პლანეტის გარშემო. ურანის თანამგზავრების საერთო რაოდენობას ის 28-მდე გაზრდის. თანამგზავრს პლანეტის გარშემო წრის გასაკეთებლად 680 დღე სჭირდება. სავარაუდოა, რომ ურანის სხვა თანამგზავრების მსგავსად მასაც უილიამ შექსპირის პიერების პერსონაჟების სახელები მიენიჭება. ამჟამად ცნობილია თანამგზავრები სახელად ტიტანია, ობერონი და პაკი.

რაც შეეხება, ნეპტუნის ახალ თანამგზავრებს, ისინი 23 და 14 კმ სიგანისაა. მოზრდილ თანამგზავრს მზის ყველაზე შორეული პლანეტის გარშემო წრის გასაკეთებლად 9 წელი სჭირდება, უფრო პატარას კი - 27 წელი. ნეპტუნის სხვა „მთვარეების“ მსგავსად, ახლად აღიარებულ სხეულებს ნერეიდების, ბერძნული მითოლოგიიდან ზღვის ღმერთის ნერეუსის ქალიშვილების სახელები მიენიჭება.

ახალი ტრიო არ არის ერთადერთი სიახლე, რომელიც ახლახან აღმოაჩინეს. 2023 წლის თებერვალში, IAU-მ დაადასტურა იუპიტერის ირგვლივ 12 ახალი თანამგზავრი, რითაც მათი ჯამი 92-მდე გაიზარდა. ასევე გასული წლის მაისში, IAU-მ დაადასტურა 62 თანამგზავრი სატურნის ირგვლივ, რამაც მათი საერთო რაოდენობა 145-ს მიაღწია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *

გმადლობთ, თქვენი კომენტარი მიღებულია და გამოქვეყნდება მოდერაციის შემდეგ.

*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სხვა News
აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი
აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი
როგორი ამინდი იქნება 26 მაისის აღლუმზე თბილისში
როგორი ამინდი იქნება 26 მაისის აღლუმზე თბილისში
ალასკაში მდინარეები ნარინჯისფერი გახდა - კლიმატური ცვლილების გავლენა გარემოზე
ალასკაში მდინარეები ნარინჯისფერი გახდა - კლიმატური ცვლილების გავლენა გარემოზე
მცხეთა-მთიანეთში უხვმა ნალექმა სახლები, გზები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა
მცხეთა-მთიანეთში უხვმა ნალექმა სახლები, გზები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა

კილომეტრი
მილი
USD
GEL