ისრაელელმა მომიტინგეებმა ღაზისკენ მიმავალი ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანების გადაადგილება დაბლოკეს. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს.

პროტესტის ნიშნად, მომიტინგეებმა ჰუმანიტარული დახმარების პაკეტები სატვირთო მაქანებიდან გზაზე გადაყარეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ოთხი პირი დააკავეს, მათ შორის არასრულწლოვანიც. ამასთან, მედია წერს, რომ გასულ კვირაში სამხრეთ ისრაელში მსგავსი პროტესტის შემდეგ ოთხი ადამიანი დააკავეს.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ჰუმანიტარული მარაგების მიწოდებას „ჰამასის“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებით, ღაზის სექტორში მძიმე ჰუმანიტარული კრიზისი საფრთხეს უქმნის ორ მილიონზე მეტ ადამიანს.