"არჩევნებზე, "რუსული კანონის" სამიზნეები სადამკვირვებლო ორგანიზაციები იქნებიან" - ISFED
Loading data...

"არჩევნებზე, "რუსული კანონის" სამიზნეები სადამკვირვებლო ორგანიზაციები იქნებიან" - ISFED

nino

"სამართლიანი არჩევნები - ISFED"-ის აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, ე.წ. რუსული კანონის სამიზნე, წინასაარჩევნო პერიოდში სადამკვირვებლო ორგანიზაციები იქნებიან, რაც საფრთხეს შეუქმნის 2024 წლის არჩევნებს და ამომრჩევლების ხმას.

მისი თქმით, თუკი ეს კანონპროექტი ამოქმედდება წინასაარჩევნო პერიოდში, არავინ იცის, მმართველი პარტია ამას როგორ გამოიყენებს.

"საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ეს კანონპროექტი (უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ) საფრთხეს უქმნის, მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის, მისიების განხორციელებას. თუკი ეს კანონპროექტი ამოქმედდება წინასაარჩევნო პერიოდში, ჩვენ არ ვიცით მმართველი პარტია ამას როგორ გამოიყენებს. საზოგადოებას არაერთხელ მოუსმენია, რომ მმართველი პარტიის სამიზნე არის მათ შორის სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ჩვენი და მათ შორის სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციები იქნებიან ამ კანონის სამიზნე და შესაძლოა, საერთოდ არ გვქონდეს არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობა.

ჩემი მხრიდან, არც შემიძლია ვთქვა, მაქსიმალურად ვეცდებით მაქსიმალურად ვიმუშაოთ, რათა ისე მივიდეთ არჩევნებამდე, რომ დავიცვათ ქართველი ხალხის ხმა. ჩვენ ვრჩებით ამ ეტაპზე მოლოდინის რეჟიმში, რა იქნება კანონპროექტთან მიმართებით და თუ ეს კანონი მიიღეს, შემდეგ უკვე მმართველი პარტია რა ბერკეტებს გამოიყენებს ჩვენ წინააღმდეგ, ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არის საფრთხის შემცველი და პირველი ზეწოლა იქნება სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე და შემდეგ უკვე ყველას შეეხება, არცერთი სამოქალაქო ჯგუფი დარჩება ამის მიღმა", - აღნიშნა ნინო დოლიძემ.

შეგახსენებთ, უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდა და მასში გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა, ხმათა 48,22%-ით.

„რუსული კანონი“ სამი მოსმენით მიღებულია