ოლიგარქის დავალებით საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა საზოგადოებას რუსული კანონი დაუწესოს - ფოტიგა
Loading data...

ოლიგარქის დავალებით საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა საზოგადოებას რუსული კანონი დაუწესოს - ფოტიგა

ანა ფოტიგა

პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მიერ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რუსული კანონის მიღებასთან დაკავშირებით საკუთარი X-ის გვერდის მეშვეობით განცხადებას ავრცელებს. ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ კანონის მხარდაჭერით ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ ისინი ხალხის ნების საპირისპიროდ მოქმედებენ.

"ძალიან ცუდი სიახლე გავიგეთ საქართველოდან. ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის დავალებით საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქართულ საზოგადოებას დაუწესოს რუსული სტილის კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ. ისინი ცხადად მოქმედებენ ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების წინააღმდეგ. საქართველოს პარლამენტმა მიიღო ეს კანონი, რათა ძირი გამოუთხაროს საქართველოს პროდასავლურ და ევრო-ატლანტიკურ გზას. ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, წარმატებას გისურვებთ თქვენ გზაზე დასავლური სტრუქტურებისკენ. შეინარჩუნეთ თქვენი გამბედაობა და გქონდეთ იმედი, რათა მიაღწიოთ თქვენს დიდებულ მიზნებს", - აცხადებს ანა ფოტიგა.

დღეს მესამე მოსმენით პარლამენტმა რუსული კანონი მიიღო, მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.