ნანუკა ჟორჟოლიანი: „ხარება, ვიფიცებ დედის სულს, ყველა ამ ბავშვის ჯიბრს ვიყრი შენზე“

ნანუკა ჟორჟოლიანი: „ხარება, ვიფიცებ დედის სულს, ყველა ამ ბავშვის ჯიბრს ვიყრი შენზე“ტელეჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის  ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს, იგივე ხარებას სოციალური ქსელით მიმართავს და წერს:
„ჩემდა სამწუხაროდ, მე ვიცნობ ბატონ ხარებას. ესენი რომ ნაცების დამთავრებაზე გვესაუბრებიან, ბატონი ხარება სოდის სპეცრაზმის უფროსი გახლდათ, ამიტომ, მას პირადად მივმართავ:  სპეცრაზმელები რომ შენი შვილის ასაკის გოგოებს ნიღბებიდან შე ბოზოს ეძახიან, თმით ათრევენ, დედებს გვაგიგენებენ, სახეში დამიზნებით სპრეის გვასხამენ, შენი ბრძანებაა, შე არასწორო კაცო. რამდენი ხანიც არ უნდა გავიდეს, ვიფიცებ დედის სულს, ყველა ამ ბავშვის ჯიბრს ვიყრი შენზე. ქვეყნიდან გაქცევა რომ არ შველის, შენ ყველაზე კარგად იცი!“.