ძიუდო: გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია - 19.05.2024-ს, Sputnik საქართველო

ძიუდო: გიორგი სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

© Courtesy of Ministry of Culture and Sports of Georgiaგიორგი სარდალაშვილი
გიორგი სარდალაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2024
გამოწერა
სარდალაშვილის გამარჯვებით, საქართველოს ნაკრებმა უკვე ზედიზედ მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვა ოქროს მედალი.
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) აბუ-დაბიში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.
20 წლის ქართველმა ფინალში ტაიპეის წარმომადგენელი იანგი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა. მანამდე, ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში სარდალაშვილმა იაპონელ ტაიკი ნაკამურას სძლია.
„გიორგი სარდალაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონია, ის ტიტულს 20 წლის ასაკში დაეუფლა”, - აღნიშნულია ფედერაციის ინფორმაციაში.
ტურნირზე პირველ საშეჯიბრო დღეს მედლები მამაკაცთა – 60, ხოლო ქალთა შორის 48 და 52 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდა.
19 მარტს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატმა სტარტი აიღო, რომელიც 24 მაისს დასრულდება. პრესტიჟულ ტურნირზე 107 ქვეყნის 658 ძიუდოისტი მონაწილეობს - 349 მამაკაცი და 309 ქალი.
ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები 12 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.
2023 წელს დოჰაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ლუკა მაისურაძემ (90 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს, ლაშა ბექაური (90 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0