შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთ უცხოელ აქტორს სურს წარმოაჩინოს, რომ კარები ღიაა და საქართველო ჭოჭმანობს შესვლაზე - სინამდვილეში, ჩვენ წლებია ვაკაკუნებთ კარზე და არ გვიღებენ ბოლომდე, პატარათი შეგვაჭყიტეს
შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთ უცხოელ აქტორს სურს წარმოაჩინოს, რომ კარები ღიაა და საქართველო ჭოჭმანობს შესვლაზე - სინამდვილეში, ჩვენ წლებია ვაკაკუნებთ კარზე და არ გვიღებენ ბოლომდე, პატარათი შეგვაჭყიტეს

ზოგიერთ, მათ შორის, უცხოელ აქტორს სურს წარმოაჩინოს, რომ კარები ღიაა და რაღაცნაირად საქართველო ჭოჭმანობს შესვლაზე - სინამდვილეში, ჩვენ წლებია ვაკაკუნებთ ამ კარზე და წლებია არ გვიღებენ ბოლომდე. პატარათი შეგვაჭყიტეს შიგნით კანდიდატის სტატუსის სახით, მაგრამ ბოლომდე არ იღებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მისაღებია ქართველი ხალხის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი რამე აფერხებს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციას, ეს არის თავად ევროკავშირის უსამართლო გადაწყვეტილებები საქართველოს მიმართ.

„სინამდვილეში ისე კი არ არის, როგორც უნდა ზოგიერთ, მათ შორის, უცხოელ აქტორს წარმოაჩინოს, რომ კარები ღიაა და რაღაცნაირად საქართველო ჭოჭმანობს სადღაცა შესვლაზე. სინამდვილეში, აბსოლუტურად სხვანაირად არის საქმე. ჩვენ ვამბობთ მიგვიღონ ნატო-ში და გვეუბნებიან უარს. ჩვენ ვამბობთ გაგვიხსნან მოლაპარაკებები და ჩაგრავენ ქართველ ხალხს. [მოლაპარაკებებს] უხსნიან ქვეყნებს, რომლებიც ჩამოგვრჩებიან ჩვენ არ უხსნიან საქართველოს. ამიტომ ასე შემობრუნება, გადმობრალება ქართველ ხალხზე, რომ თითქოს, ქართველი ხალხი რაღაცნაირად აყოვნებს პროგრესს, შორს არის სიმართლისგან. სინამდვილეში, ჩვენ წლებია ვაკაკუნებთ ამ კარზე და წლებია არ გვიღებენ ბოლომდე. პატარათი შეგვაჭყიტეს შიგნით კანდიდატის სტატუსის სახით, მაგრამ ბოლომდე არ იღებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მისაღებია ქართველი ხალხის მიმართ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ლიეტუვის ელჩი - ჩვენ გვინდა საქართველოს წინსვლა, მაგრამ სურს თუ არა საქართველოს წინსვლა? ეს უნდა დაამტკიცოს, უნდა იყოს ჩემპიონთა შორის ჩემპიონი - ინტეგრაციისთვის ყველა კარი და ფანჯარა იხსნება, სამუდამოდ ღია იქნება ის? - მე არ ვიცი, დარწმუნებული არ ვარ
ქართული პრესის მიმოხილვა 06.06.2024
გიორგი ბილანიშვილი - ჩინეთთან სტრატეგიულ შეთანხმებაში აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი არ ასახულა, ჩინეთმა კარგად იცის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოსკოვის ინტერესებს არ პასუხობს
გერმანიის სამოგზაურო ინტერნეტი საჩუქრად ყველა გულშემატკივარს
ადგილობრივი თერაპია ალერგიული დერმატიტისა და კანის შერეული ინფექციების დროს
ფარმადეპოს ბრენდი 15 წლისაა
„თელიანი ველი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში აქტივობებს აძლიერებს
კომუნიკაციების კომისიის კვლევით, სილქნეტი კახეთში ყველაზე მაღალხარისხიან სერვისს აწვდის მომხმარებელს
„დრესაპ ჯგუფი“ 30 წლისაა
„მაკდონალდს საქართველოს“ ზუგდიდის ფილიალის დირექტორს რეი კროკის საერთაშორისო ჯილდო გადაეცა
შემრევი ონკანები ვიტრასგან - თუ რემონტს და სააბაზანოს დიზაინის განახლებას გეგმავ
„კარფურის“ ახალი საფეხბურთო კამპანია - ყველაფერი ერთ სივრცეში საქართველოს ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ