17 მაისი 2024, 12:26 / სანდო წყარო

ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს

საქართველოში ჩინეთის რესპუბლიკის ელჩის, ჭოუ ციენის განცხადებით, ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს. მისი ინფორმაციით, ჩინური მანქანების ბაზრობა, სავარაუდოდ, ქუთაისში გაიხსნება.

„ბევრი ჩინური კომპანია არის დაინტერესებული საქართველოში ინვესტიციებით. ვგეგმავთ მანქანების ბაზრობის მოწყობას საქართველოში, ჩინეთიდან შემოტანილი ავტომობილების. შეიძლება ეს ბაზრობა ქუთაისში განთავსდეს. კიდევ მრავალი ინვესტიცია და გეგმა არსებობს სხვადასხვა ჩინური კომპანიის მიერ, რომლებიც საქართველოში ჩინური ინვესტიციებით არიან დაინტერესებულები. ვფიქრობ, რომ ეს ბაზრობა მალე იქნება. ჯერჯერობით, ზუსტი თარიღი არ ვიცით, მიმდინარე წელს, წესით უნდა იყოს", - განაცხადა ჭოუ ციენმა.

ყველა სიახლე

17 მაისი 2024, 12:40

სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ გიორგი ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც ბრალდებულმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, ის საკუთარ თავს და აქციის მონაწილეებს იცავდა. მისივე თქმით, აქციის დროს სამართალდამცველები არაპროპორციულ ძალას იყენებდნენ.

ზურაბ ქადაგიძე

17 მაისი 2024, 12:36

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: საქართველოს ვერ აპატიეს მეორე ფრონტის არგახსნა რუსეთის წინააღმდეგ და ახლა არის ამის მცდელობა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დაბრუნდეს

პროცესი მართული და ხელოვნურია. კოლოსალური თანხებია დახარჯული - მედია პლატფორმა იქნება, არასამთავრობო ორგანიზაცია, პროფესიული გაერთიანება თუ უბრალოდ სტუდენტური, საინიციატივო ჯგუფი, ცდილობენ ყველაფერი იქნას გამოყენებული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ საქართველოს უკრაინიზაცია მოხდეს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ მედიასთან საუბარში განაცხადა.

17 მაისი 2024, 12:25

კულტურა

კანის კინოფესტივალზე ქართული დელეგაცია შეხვედრებს აგრძელებს

საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა მიმდინარე წლის მარტში კანის საერთაშორისო კინოფესტივალის კინო ბაზრობაზე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჩვენების დაფინანსების მიზნით კონკურსი გამოაცხადა, რომლის შედეგადაც კინოფესტივალის ბაზრობაზე რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილისა და პროდიუსერ ლაშა ხალვაშის ფილმის, ,,მოქალაქე წმინდანის“, ჩვენება გაიმართება. ფილმი გადაღებულია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით და არის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი

17 მაისი 2024, 12:23

პოლიტიკა

ეროვნული ბანკი: ქართული საფინანსო სისტემის არცერთ სუბიექტს Unistream-თან თანამშრომლობა არ აღუდგენია

გავრცელდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების განხორციელება Unistream-ის სწრაფი გადახდის სისტემით კვლავ შესაძლებელია.

17 მაისი 2024, 12:02

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდი.

სოზარ სუბარი

17 მაისი 2024, 11:57

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ის, რაც გააკეთეს უცხოელმა პოლიტიკოსებმა, ეს არის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა

„გლობალური ომის პარტიამ“ გამოაგზავნა უცხოური აგენტურა საქართველოში - ის მინისტრები, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეები, რომლებიც მიტინგზე იდგნენ და ახალგაზრდებს რევოლუციისკენ მოუწოდებდნენ, თავისით ამას არ აკეთებენ. ისინი არიან „გლობალური ომის პარტიის“ ისეთივე აგენტები, როგორც რიგითი კაპიტანი გიგაური ან ლომჯარია. ის, რაც გააკეთეს ამ ადამიანებმა, უცხოელმა პოლიტიკოსებმა, ეს არის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. მომავალში, საქართველოს ხელისუფლება კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც ასეთი დაუპატიჟებელი სტუმრები მოდიან ქვეყანაში, უნდა შემოვუშვათ თუ არა ისინი ჩვენს ქვეყანაში იმისთვის, რომ არეულობა მოაწყონ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა

გოგა ხაინდრავა

17 მაისი 2024, 11:56

საზოგადოება

გოგა ხაინდრავა: წყალს წაუღია საქართველო, ოღონდ პატრონებს აამონ!

„ქვეყანა ეკონომიურ შოკშია! ლარი საათობრივად უფასურდება! ტვპირველი. რას არ იკადრებს ჰომოსაპიენსი, როდესაც ქვეყანა არა სამშობლო, არამედ მხოლოდ ასპარეზია! არჩევანი კი მამონა! ხაზარაძე-ჭუტიკა კეზერა-გვარამია! წყალს წაუღია საქართველო, ოღონდ პატრონებს აამონ!“ - წერს ხაინდრავა.

სოზარ სუბარი

17 მაისი 2024, 11:54

პოლიტიკა

სოზარ სუბარი პრემიერის თურქეთში ვიზიტზე: თურქეთი არის სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტი - მნიშვნელოვანია მასთან ასეთი მაღალი დონის ვიზიტი

„ძალიან მაღალი დონის შეხვედრა მოუწყვეს ირაკლი კობახიძეს თურქეთში, რაც კარგად უსვამს ხაზს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების სიმტკიცეს და მაღალ დონეს“, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, სოზარ სუბარი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თურქეთში ვიზიტს.

17 მაისი 2024, 11:49

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი ნიუ-იორკში ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუას შეხვდა

ორმხრივი შეხვედრის ფორმატში საუბარი შეეხო 2026 წელს თბილისში გაერო-ს საჯარო სერვისების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარებას, რისთვისაც თამარ ტყეშელაშვილმა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის გუნდს მადლობა გადაუხადა მტკიცე მხარდაჭერისა და თანამშრომლობისათვის.

17 მაისი 2024, 11:45

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ პრესსამსახური: Youtube-ზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ყალბი სარეკლამო რგოლი ვრცელდება

Youtube-ზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ყალბი სარეკლამო რგოლი ვრცელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ჟოზეფ ბორელი

17 მაისი 2024, 11:35

მსოფლიო

ბორელი: უკრაინამ კანდიდატის სტატუსი რეკორდულად მოკლე დროში მიიღო. რომ არ ყოფილიყო ომი, კანდიდატის სტატუსის მიღებას გაცილებით მეტი დრო დასჭირდებოდა, თუკი ეს საერთოდ ოდესმე მოხდებოდა

უკრაინამ კანდიდატის სტატუსი რეკორდულად მოკლე დროში მიიღო. რომ არ ყოფილიყო ომი, კანდიდატის სტატუსის მიღებას გაცილებით მეტი დრო დასჭირდებოდა, თუკი ეს საერთოდ ოდესმე მოხდებოდა, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა Foreign Policy-სთან ინტერვიუში განაცხადა

17 მაისი 2024, 11:32

პოლიტიკა

ჩინეთის ელჩი საქართველოში: ჩინეთი მზადაა ქართულ მხარესთან ერთად კიდევ უფრო გაამდიდროს სტრატეგიული პარტნიორობა

სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის პატივისცემა, ტაივანის სუვერენიტეტის საკითხი, ჭარბი წარმოება და სი ძინპინის ვიზიტი ევროპაში - ამ საკითხებზე ისაუბრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.

17 მაისი 2024, 11:30

მსოფლიო

შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის ორ მოქალაქესა და სამ რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა

ხაზინის მიერ გავრცელებული ცნობით, სანქცირებული არიან რაფაელ ღაზარიანი და მასთან დაკავშირებული კომპანიები: „ტრანს კაპიტალი“ და „რაფორტი“, ისევე როგორც ალექსეი ბუდნევი და მისი კომპანია „ტექნოლოგია“.

17 მაისი 2024, 11:24

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს შეხვდა. ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს.

17 მაისი 2024, 11:19

მსოფლიო

სლოვაკეთში პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის შემდეგ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

სლოვაკეთში პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის შემდეგ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს. დაცვა გაძლიერდა ქვეყნის პარლამენტზე, მედიის ოფისებსა და სკოლებზე. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ქვეყნის ხელისუფლებამ ონლაინ საფრთხის მოძიების განკარგულება გასცა.

17 მაისი 2024, 11:17

რეგიონი

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ლოცვით მსვლელობას რუსთავიც უერთდება

მოქალაქეები ლოცვითა და გალობით გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. მოგვიანებით კი ლოცვით და გალობით გმირთა მოედნიდან იუსტიციის სახლისკენ გაემართნენ, საიდანაც უკვე თბილისში, ქაშვეთთან დაგეგმილ მთავარ ღონისძიებას შეუერთდებიან.

ვიქტორ ორბანი

17 მაისი 2024, 11:05

მსოფლიო

ვიქტორ ორბანმა ხეერტ ვილდერსს ნიდერლანდებში მემარჯვენე კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება მიულოცა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ნიდერლანდების „თავისუფლების პარტიის“ ლიდერს, ხეერტ ვილდერსს მემარჯვენე კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება მიულოცა.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი

17 მაისი 2024, 10:57

პოლიტიკა

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი: ხელისუფლებამ თქვა, რომ პოლიტიკური გეზი არის ევროინტეგრაცია, ყველა ვუჭერთ მხარს, მაგრამ ღირსებით, ქრისტიანული, მართლმადიდებლური თვითმყოფადობით და მრწამსით უნდა შევიდეთ ნებისმიერ გაერთიანებაში

საქართველოს კონსტიტუციაში ქართველმა ერმა განსაზღვრა და დღევანდელმა ხელისუფლებამ თქვა, რომ პოლიტიკური გეზი არის ევროინტეგრაცია. ეს გასაგებია, ამას მივესალმებით, ეკლესია ვიძახით, რომ საზოგადოების ამ კონსენსუსს ყველა ვუჭერთ მხარს, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ განაცხადა.

საბრინა სინგჰი

17 მაისი 2024, 10:55

მსოფლიო

პენტაგონი: უკრაინას ამერიკისგან მიღებული შეიარაღების გამოყენება მხოლოდ თავისი ტერიტორიის ფარგლებში შეუძლია

პენტაგონში აცხადებენ, რომ არ შეუცვლიათ საკუთარი პოზიცია უკრაინის მიერ ამერიკისგან მიღებული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. კითხვაზე, შეიცვალა თუ არა ხარკოვის ოლქში რუსეთის იერიშის ფონზე ვაშინგტონის მიდგომა, რომლის მიხედვითაც უკრაინას ამერიკული იარაღის გამოყენება მხოლოდ საკუთარი ტერიტორიის ფარგლებში შეუძლია, პენტაგონის პრესმდივანმა საბრინა სინგჰმა განაცხადა, რომ ეს მიდგომა უცვლელია.